თანხის დაბრუნება:

Zkpublishing.ge მომხმარებელს გადახდილ თანხას დაუბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:

თანხის გადახდიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის განმავლობაში მომხმარებელს არ მიეწოდა მის მიერ შეძენილი პროდუქტი და ამის შესახებ შეატყობინა გამომცემლობას ვებ გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან სატელეფონო ზარის მეშვეობით. 

 

პროდუქტის გადაცვლა:

Zkpublishing.ge მომხმარებელს გადაუცვლის პროდუქციას, თუ 

მომხმარებელმა შეკვეთის მიღების დროს აღმოაჩინა საწარმოო ნაკლი.

 

იმ შემთხვევაში, თუ საწარმოო ნაკლის აღმოჩენის შემდეგ იგივე წიგნი არ იქნება გამომცემლობის მარაგში, მომხმარებელს უნარჩუნდება გადახდილი თანხის ლიმიტი და ეძლევა შესაძლებლობა შეიძინოს სხვა პროდუქცია გადახდილი თანხის ლიმიტის ფარგლებში ნაკლის აღმოჩენიდან  10 სამუშაო დღის განმავლობაში;

 

 * დაბრუნების/გადაცვლის პირობები მოქმედებს კურიერის თანდასწრებით აღმოჩენილი დაზიანებების შემთხვევაში.

 

ოფისიდან შეძენის შემთხვევაში მომხმარებელმა ადგილზე უნდა შეამოწმოს პროდუქცია და საწარმოო წუნის შესახებ ადგილზე შეატყობინოს გამყიდველს. წინააღმდეგ შემთხვევაში zkpublishing.ge იტოვებს უფლებას არ დაიბრუნოს გაყიდული პროდუქცია

 

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

 

Zkpublishing.ge იცავს მყიდველის პერსონალურ ინფორმაციას და არ გადასცემს ამ ინფორმაციას მესამე პირს მყიდველის თანხმობის გარეშე, გარდა 

კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა;

შესყიდვისთვის აუცილებელი საბანკო ტრანზაქციის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციისა, რომელსაც  zkpublishing.ge აწვდის თიბისი ბანკს, რასთან დაკავშირებითაც მომხმარებელი წინასწარ ინფორმირებულია და გამოთქვამს თანხმობას;

გამოცემების ლინკი:

  • ჩასამატებელია აკრძალულის ორი წიგნი.
  • სამართლის კლასიკის ორივე ტომს 50 ლარის ნაცვლად 49 ლარი რომ დავაწეროთ.