იროდიონ სურგულაძე, Gewalt und Recht, აკრძალული იურიდიული ლიტერატურა, წიგნი II, თბილისი, 2019

 

ავტორის შესახებ: იროდიონ სურგულაძე (1892-1945) – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი

წიგნის შესახებ: იროდიონ სურგულაძის გერმანულენოვანი მონოგრაფია – “Gewalt und Recht”/„ხელისუფლება და სამართალი“ – გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შესაბამისად, საქართველოში) პირველი სადოქტორო დისერტაცია, რომლის საფუძველზედაც ავტორს მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. ამ მონოგრაფიას უკავშირდება XX საუკუნის, კერძოდ, 1930 წლის ოქტომბრის გახმაურებული დისკუსია, სადაც ერთ-ერთი ძირითადი კრიტიკის ობიექტი, სწორედ პროფესორ სურგულაძის წიგნი გახლდათ. ეს იყო საბჭოური auto-da-fe, რის შემდეგაც იროდიონ სურგულაძის წიგნი – “Gewalt und Recht”, – პოლიტიკური ხელისუფალის მიზანმიმართული ზეწოლით „დავიწყებას“ მიეცა და არ იყენებდნენ არც სამეცნიერო და არც სასწავლო პროცესში.

  ყიდვა

   შინაარსი