თორნიკე ნემსწვერიძე, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის იურიდიული ბუნება, თბილისი, 2017
ძირითადი კანონის პრეამბულა საკონსტიტუციო კომპარატივისტიკაში ყოველთვის დიდ ყურადღებას იპყრობდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კვლევები ამ ინსტიტუტის მიმართ არც ისე მოცულობითია. ქართულ იურიდიულ დოქტრინაში დღემდე ფუნდამენტური კვლევა არავის მიუძღვნია საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისადმი, შესაბამისად, წინამდებარე ნაშრომი პრეამბულის ბუნების მონოგრაფიულად შესწავლის პირველ ცდას წარმოადგენს.
წარმოდგენილ კვლევაში განხილულია პრეამბულის ბუნებასთან დაკავშირებით განვითარებული ძირითადი თეორიები, საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკა, ასევე, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის ანატომია და მისი პრაქტიკაში რეალიზების პერსპექტივები.