თანამედროვე დემოკრატიის უფლება

22.00

იულიუს ჰაჩეკი, თანამედროვე დემოკრატიის უფლება, თბილისი, 2016

 

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ცნობილი გერმანელი პროფესორის იულიუს ჰაჩეკის (1872-1926), ჯერ კიდევ 1919 წელს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული წერილების მთელ ციკლს სახელწოდებით – „თანამედროვე დემოკრატიის უფლება“. ავტორი დემოკრატიის ყველა ფუნქციურ და მამოძრავებელ ელემენტზე საუბრობს და ამით, ერთგვარად მკითხველისათვის ახდენს დემოკრატიის იდეის ანატომიის განსხეულებას. ნაშრომი თარგმნილია XX საუკუნის 10-იანი წლების მეორე ნახევარში ვ. მოძველის მიერ და გამოქვეყნდა ქართულ პერიოდიკაში. როგორც მთარგმნელი აღნიშნავს, ქართულად გამოქვეყნებული ნაშრომი არის ნაწილი იმ მონოგრაფიისა, რომელიც ჰაჩეკმა 1909 წელს გამოსცა. კერძოდ, ნაშრომი – Das Recht der Modernen Demokratie: Aus: Allgemeines Staatsrecht Auf Rechtsvergleichender grundlage, Teil 2, 1909 (Sammlung G Schen) (German Edition) – 1909 წელს გამოქვეყნდა გერმანიაში.

პროფესორი ჰაჩეკი განიხილავს თანამედროვე დემოკრატიის საფუძვლებს, იმ ძირითად მექანიზმებს, რომლებსაც ეყრდნობა დემოკრატიის ქვაკუთხედი; ავტორი მსჯელობს დემოკრატიის თეორიულ გამოვლინებაზე და იმაზე, თუ როგორ რეალიზდება იგი პრაქტიკულ სივრცეში. განიხილავს უშუალო დემოკრატიის სხვადასხვა ფორმებს, მათ შორის არჩევნებს, რეფერენდუმს; ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების კონტროლის მექანიზმებს, სახელისუფლო შტოებს შორის დამოკიდებულებას, უფლებებისა და თავისუფლებების ფუნქციებსა და მათ წარმოშობას, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებულ ურთიერთდამოკიდებულებას და სხვა. მეტად საინტერესოა მისი მსჯელობა საარჩევნო უფლების მამოძრავებელ ძირითად პრინციპებზე – თავისუფლებასა და თანასწორობაზე.

გამოცემა განკუთვნილია იურისტების, პოლიტოლოგების, ისტორიკოსებისა და დემოკრატიის პრინციპით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.

   შინაარსი

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “თანამედროვე დემოკრატიის უფლება”