ქართული კონსტიტუციონალიზმის ქრონიკები

25.00

ქართული კონსტიტუციონალიზმის ქრონიკები, თბილისი, 2016

წარმოდგენილი წიგნი ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 95 წლისთავს. კრებულში შესულია მეცნიერებისა და საკონსტიტუციო კომისიისა და დამფუძნებელი კრების წევრების სამეცნიერო-ანალიტიკური ხასიათის ნაშრომები.

ამ სტატიების გამოცემა წინ უძღვოდა ქვეყნის ძირითადი კანონის მიღებას და მათ დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ კონსტიტუციის მიღების დემოკრატიული პროცესის საერთო სურათის შესაფასებლად. ასევე, კრებულში შესულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოცემული კონსტიტუციის ქართული (1921 წელი, ბათუმი), ფრანგული (1922 წელი, პარიზი) და ნიუ-იორკში გამოცემული ინგლისური ტექსტი (ჟურნალი – “The Voice of Free Georgia”, 1953 წელი, რედ. ა. ცომაია). კრებული განკუთვნილია მეცნიერ-იურისტებისა და 1921 წლის კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.

 

წიგნის აღწერილობა

ფორმატი – B5

გარეკანი – მაგარი

გვერდების რაოდენობა – 430

სამეცნიერო რედაქტორები – ზვიად კორძაძე, თორნიკე ნემსწვერიძე

   შინაარსი

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “ქართული კონსტიტუციონალიზმის ქრონიკები”