ქართული სამართლის ისტორია (ექსკლუზიური სასაჩუქრე გამოცემა შეზღუდული ტირაჟით)

150.00

 

 

 

ივანე ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, ხელნაწერი, ზვიად კორძაძის გამომცემლობა, თბილისი, 2020.

 

ავტორის შესახებ:

ივანე ჯავახიშვილი (1876-1940) – ცნობილი ქართველი მეცნიერი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი, საქართველოში უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელი.

 

წიგნის შესახებ:

აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის ცნობილი გამოკვლევა – „ქართული სამართლის ისტორია“, გამოიცა სამ წიგნად, თავდაპირველად გასული საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს ქუთაისში, ხოლო შემდეგ შევსებული სახით 1928-1929 წლებში. წინამდებარე გამოცემაში „ქართული სამართლის ისტორიის“ სამივე ნაწილი გაერთიანებულია და უნიკალურია იმით, რომ შესრულებულია აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის შრიფტით, რომელიც შეიქმნა პროექტის – „საზოგადო მოღვაწეთა შრიფტები“ – ფარგლებში კორძაძის საადვოკატო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და დიზაინერ დავით მაისურაძის მიერ, მუსიკოს ნიაზ დიასამიძის ინიციატივით.

 

წიგნი შეზღუდული ტირაჟით (200 ეგზემპლარი) დაიბეჭდა და წარმოადგენს სასაჩუქრე გამოცემას.

 

წიგნის აღწერილობა

ფორმატი – A4

გარეკანი – მაგარი

გვერდების რაოდენობა – 927

რედაქტორები – ზვიად კორძაძე, თორნიკე ნემსწვერიძე

   შინაარსი

 

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “ქართული სამართლის ისტორია (ექსკლუზიური სასაჩუქრე გამოცემა შეზღუდული ტირაჟით)”

Your email address will not be published. Required fields are marked *