სერგი ჯაფარიძე, სამოქალაქო პროცესი, ზვიად კორძაძის გამომცემლობა, თბილისი, 2020.

 

ავტორის შესახებ

სერგი ჯაფარიძე (1871-1937) – პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოცენტი. ემსხვერპლა 1937 წელს განხორციელებულ სტალინურ რეპრესიებს.

 

წიგნის ისტორია

სერგი ჯაფარიძის „სამოქალაქო პროცესი“ პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის იურიდიული განყოფილების სტუდენტებისათვის 1926 წელს გამოიცა. ავტორის მიზანი პრაქტიკული სახელმძღვანელოს შექმნა იყო, რომელშიც დეტალურად, კომპარატივისტული მეთოდის გამოყენებით იქნებოდა განხილული სამოქალაქო საპროცესო სამართლის ძირითადი აქტუალური საკითხები.

პირველად სერგი ჯაფარიძის პუბლიკაციები 1930 წლის ოქტომბრის დისკუსიაზე გააკრიტიკეს. მართალია, გაკრიტიკებულ წიგნებს შორის „სამოქალაქო პროცესი“ არ მოხვდა, მაგრამ ამ წიგნს საუნივერსიტეტო სწავლებაში აღარ იყენებდნენ, ხოლო ავტორის რეპრესიის შემდეგ მისი პუბლიკაციები აკრძალულ იურიდიულ ლიტერატურად იქცა.

 

წიგნის აღწერილობა

ფორმატი – A5

გარეკანი – მაგარი

გვერდების რაოდენობა – 301

სამეცნიერო რედაქტორები – ზვიად კორძაძე, თორნიკე ნემსწვერიძე

  ყიდვა

   შინაარსი